დევნილები დახმარებას ითხოვენ - აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირებს უფლებები ეზღუდებათ

07.09.23 12:40
დევნილები დახმარებას ითხოვენ - აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირებს უფლებები ეზღუდებათ

დევნილები დახმარებას ითხოვენ - აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირებს უფლებები ეზღუდებათ. გლდანში, ნოზაძის ქუჩის საერთო საცხოვრებლიდან ხალხი ამბობს, რომ მშენებარე კომპანიამ სამშენებლო სამუშაოების არეალი იმდენად გააფართოვა, რომ კორპუსიდან გამოსასვლელიც კი აღარა დაუტოვეს, რომ არაფერი ვთქვათ სასწრაფო დახმარებაზე, რომელიც საჭიროების შემთხვევაში ხალხთან მისვლას საერთოდ ვერ შეძლებს.

საქმე ეხება კომპანია ბაუ მაისტერის მშენებლობას. "ტვ პირველის" შაბათის ეთერის ჟურნალისტური გამოძიებით  დადგენილია, რომ მილიონიანი სამშენებლო ბიზნესი ვახტანგ გომელაურის მეგობრის ხელშია.

მსგავსი სიახლეები