ფრენა სპეცრეისით და პრივატულ წვეულებებში დახარჯული ფული - "შაბათის ეთერის" გამოძიება პრემიერის თავის ტკივილად იქცა

07.09.23 13:21
ფრენა სპეცრეისით და პრივატულ წვეულებებში დახარჯული ფული - "შაბათის ეთერის" გამოძიება პრემიერის თავის ტკივილად იქცა

 

ფრენა სპეცრეისით და პრივატულ წვეულებებში დახარჯული ფული  - "შაბათის ეთერის" ჯერ არ გასული ჟურნალისტური გამოძიება მთავრობის ადმინისტრაციაში განგაშის საფუძველი გახდა

შაბათის გუნდმა მოიპოვა და შაბათს რვა საათზე ეთერში გავა გამოძიება - ირაკლი ღარიბაშვილის მიერ, კერძო ფრენებში ამერიკულ არდადეგებეში და დახურულ წვეულებებში დახარჯული დიდი ოდენობით თანხების შესახებ. 

"შაბათის ეთერის" ავტორის და წამყვანის, ნოდარ მელაძის თქმით, პრემიერის ამერიკულ ვოიაჟზე კითხვები მთავრობის ადმინისტრაციასთან და კონკრეტულად ღარიბაშვილის პრესსამსახურთან 28 აგვისტოდან ჰქონდა, თუმცა უწყებიდან მხოლოდ დუმილი იყო, ხოლო მას შემდეგ, რაც მთავრობის ადმინისტრაციამ შეიტყო, რომ "შაბათის" ეთერის ხელში იყო მტკიცებულებები იძულებული, გახდა ფაქტი დაედასტურებინა და განცხადებაც გამოაქვეყნა.

ჩვენ მოვიპოვეთ კონკრეტული მტკიცებულებები პრემიერ-მინისტრის მიერ გაწეული დიდი ოდენობის ხარჯების შესახებ, რომლის საშუალებაც წესით პრემიერს არ უნდა ჰქონდეს. იმიტომ, რომ ოფიციალური დეკლარაციის თანახმად, ირაკლი ღარიბაშვილი თვიდან-თვემდე ყველაფერს იხდის სესხში და ფული იმდენად არ რჩება საარსებოდ და საჭმლისთვის და პიჯაკის შესაძენად, რომ ამის ფულს აძლევს მამა. ასე წერია საბუთებში. შესაბამისად ჩვენ მოვიპოვეთ კონკრეტული მტკიცებულებები  და დადასტურებები, რომ პრემიერმა ზაფხულის არდადეგების პერიოდში გაწია ძალიან დიდი ხარჯი. ეს არ ეხება მხოლოდ ფრენას აშშ-ში. ჩვენ გვაქვს კომუნიკაცია საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციასთან 28 აგვისტოდან, მე პირადად მქონდა კომუნიკაცია ღარიბაშვილის პრეს-სამსახურთან, პასუხი იყო დუმილი. მას შემდეგ რაც ჩვენ ღარიბაშვილის ადმინისტრაციის ხელმძღვანელთან დავსვით კითხვები და ვუთხარით, რომ ჩვენს ხელში იყო მტკიცებულებები, მაყურებელი შაბათს ნახავს, რა რეაქცია მოჰყვა ამ ყველაფერს, გამოცხადდა ნამდვილი განგაში და შემდეგ ნახეთ ეს 2 განცხადება. მოკლედ, რამდენი დახარჯა, სად იფრინა, როგორ იფრინა, რა წვეულებები გამართა, რა დაჯდა ეს ყველაფერი და როგორ ცხოვრობდა აგვისტოში ღარიბი ქვეყნის მდიდარი პრემიერი, სეზონი ამ ჟურნალისტური გამოძიებით გაიხსნება 9 სექტემბერს. მადლობა პრემიერის ადმინისტრაციას, რომ ასე პოპულარიზაციას უწევენ ჩვენს გადაცემას, თუმცა ეს ყველაფერი არ არის". - ამბობს ნოდარ მელაძე. 

ხმაურიანი ჟურნალისტური გამოძიების ავტორის, მაკა ანდრონიკაშვილის თქმით, რეპორტაჟზე მუშაობის პროცესში ადგილი ჰქონდა "შაბათის ეთერის" დრონის ჩამოგდების მცდელობას პრემიერ-მინისტრიც დაცვის 4 ეკიპაჟის მხრიდან, თუმცა მათ საბოლოოდ, დრონი ვერ იპოვეს.

ფოტო: cnews.ge 

 

მსგავსი სიახლეები