პრობლემაა, რომ ბორელის ვიზიტს პუტინისტური სულისკვეთების ხელისუფლებით ვხვდებით - ბოკერია
"ევროპული საქართველოს" ლიდერის, გიგა ბოკერიას განცხადებით, პრობლემაა, როდესაც ჯოზებ ბორელის ვიზიტს პუტინისტური სულისკვეთების ხელისუფლებით ვხდებით.
ბოკერია განიხილავს ორ სცენარს - სტატუსის მოცემის ან არ მოცემის შემთხვევაში რა შეიძლება მოიქმედოს ხელისუფლებამ და როგორი იქნება მათი მესიჯბოქსი.
ჩვენი პრობლემა არის ის, რომ ამ ვიზიტს და ამ ისტორიულ პროცესს ჩვენ ვხვდებით პუტინისტური სულისკვეთების ხელისუფლებით. ორივე სცენარში არის საფრთხე, რომ ქართულმა ოცნებამ სცადოს საზოგადოების ნაწილის შეცდომაში შეყვანა. თუ მოგვცეს კანდიდატის სტატუსი, გეოპოლიტიკური მოსაზრებით თქვას, რომ არ არის საგანგაშო ვითარება და ამით საზოგადოების ნაწილი მოადუნოს და ეს დიდი შეცდომა იქნება, თორემ კანდიდატის სტატუსს თუ არ იყენებ წევრობისთვის და ნატოში გაწევრიანებისთვის და ევროკავშირში პირდაპირი გაგებით დაახლოებისკენ, მაშინ რა აზრი აქვს. ან თუ არ მოგვცეს ამისთვისაც გამზადებული აქვთ შხამიანი ნიადაგი პროპაგანდის, რომ აი მიგვატოვა ევროპამ და ამაზე წინასწარ უნდა ვესაუბროთ ხალხს და არა რომ გადატრიალდება ურემი, რომ ჩვენ კი არ მიგვატოვეს ჩვენ გვეკისრება პასუხისმგებლობა, რომ რახან ისტორიული არჩევანი გვაქვს და რახან გვინდა თავისუფალი ქვეყანა და თავისუფალი სამყაროს ნაწილი ვიყოთ, უნდა გამოვცვალოთ ეს ხელისუფლება დემოკრატიულად", - ამბობს გიგა ბოკერია.