ზურაბიშვილს საკუთარი თავის თვითონაც არ სჯერა - გურამ მაჭარაშვილი
მზადება იმპიჩმენტისთვის - უმრავლესობის დეპუტატების თქმით, საკონსტიტუციო სასამართლოსთვის წარსადგენად საჭირო პროცედურები დასკვნით ეტაპზეა.
"ხალხის ძალის" ლიდერი გურამ მაჭარაშვილი ამტკიცებს, რომ პრეზიდენტის ევროპაში ვიზიტი "რისკის შემცვლელია".
მეტიც, მაჭარაშვილი პრეზიდენტს საკონსტიტუციო სასამართლოთი დღეს კიდევ ერთხელ დაემუქრა.
ის, რომ საქართველოს პრეზიდენტი, ასევე სამწუხაროდ საქართველოს პარლამენტში მისი საჯარო გამოსვლის პერიოდში აღნიშნავდა, რომ საქართველო არ იმსახურებდა და ობიექტურად არ მისცა ევროპამ კანდიდატის სტატუსი შარშან და წელსაც საქართველოს ხელისუფლება ფორმალურად ასრულებს პირობებს და შესაბამისად არ იმსახურებს კანდიდატის სტატუსს ბუნებრივია, რომ საქართველოს პრეზიდენტი ასეთ შემთხვევაში ნდობას ვერ იმსახურებს და რისკის შემცველი ფაქტორია მისი ვიზიტები უცხოეთში. ევროკავშირში ვიზიტები უკვე არის შესრულებული და გამოცდა არის ჩაბარებული უკვე და ახლა საქართველოს პრეზიდენტი ჩავიდოდა და გადამწყვეტ სიტყვას იტყოდა ეს არავის არ სჯერა, როგორც მინიმუმ მას ის მაინც უნდა ეთქვა, რომ მე ვერ მივდივარ იმიტომ, რომ კონსტიტუცია არ მაძლევს ამის საშუალებას, მაგრამ ეთქვა, რომ მე მინდა რომ ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსისთვის იქ ვიბრძოლო, რომ მიიღოს ქვეყანამ და არ მიშვებს საქართველოს მთავრობა ეს მაინც გაეკეთებინა. ადგა, დაარღვია კონსტიტუცია, რომელზეც ხელი დადო და ფიცი დადო, რომ მე ამას დავიცავო და მერე იქიდან ეღიმება და ამბობს აი დავარღვიე და აბა რას მიზამთო და აი რას უზავს კონსტიტუცია ამას ჩვენ ვნახავთ საკონსტიტუციო სასამართლოში", - ამბობს გურამ მაჭარაშვილი.