უკრაინა, მოლდოვა, ბალკანეთის ქვეყნები და გრძელ ვადაში საქართველო გახდებიან EU-ს წევრები - ბერბოკი
"უკრაინა, მოლდოვა, დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნები და გრძელ ვადაში საქართველოც გახდებიან ევროკავშირის წევრები" - ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბერბოკმა განაცხადა და კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა ევროკავშირის გაფართოების პერსპექტივას.
"ჩვენ გარკვევით ვთქვით, რომ უკრაინა, მოლდოვა, დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნები და გრძელ ვადაში საქართველოც გახდებიან ევროკავშირის წევრები. არ ვიცი, ვინმე თუ ამის პროგნოზირებას შეძლებდა ხუთი წლის წინ. მაგრამ ეს ასევე ნიშნავს, რომ ჩვენ უნდა გადავდგათ თამამი ნაბიჯები, რათა ვუზრუნველყოთ, რომ მომავლის ევროკავშირი, რომელსაც 30-ზე მეტი წევრი ეყოლება, იქნება ძლიერი კავშირი ქმედითი ნაბიჯების გადადგმის უნარით", - ამბობს ბერბოკი.