ოპოზიცია დაკავებულია საბოტაჟით, რომ ქვეყანამ როგორმე სტატუის არ მიიღოს - კალაძე

07.09.23 16:08
ოპოზიცია დაკავებულია საბოტაჟით, რომ ქვეყანამ როგორმე სტატუის არ მიიღოს - კალაძე

საქართველოში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ვიცე-პრეზიდენტის ჯოზეფ ბორელის ჩამოსვლას თბილისის მერი კახა კალაძე ეხმაურება და ამბობს, რომ ეს ვიზიტი ქვეყნის ევროინტეგრაციისთვის უნდა იყოს გამოყენებული.

კალაძე ამტკიცებს, რომ საქართველომ კანდიდატის სტატუსის მისაღებად ბევრი რეფორმა გაატარა და ქვეყანა სტატუსისთვის მზადაა.

კალაძე ოპოზიციას აკრიტიკებს და ამბობს, რომ ხელისუფლების ოპონენტები დაინტერესებულები არიან იმით, რომ საქართველომ ევროკავშირის წევრი ქვეყნის სტატუსი არ მიიღოს.

რა თქმა უნდა, მისასალმებელია, როდესაც ასეთი ვიზიტები ხორციელდება ჩვენს ქვეყანაში. თქვენ იცით, რომ საქართველო ელოდება კანდიდატის სტატუსს, მართლაც გულწრფელად ვამბობ, რომ ბოლო წლების განმავლობაში მნიშვნელოვანი რეფორმები იქნა განხორციელებული, მნიშვნელოვანი ნაბიჯები იქნა გადადგმული და საქართველო არის იმ ქვეყნებს შორის, რომელიც გულწრფელად იმსახურებს აღნიშნულ სტატუსს. რა თქმა უნდა, ყველა ასეთი შეხვედრა უნდა იყოს გამოყენებული საქართველოს მომავლისთვის, ხვალინდელი დღისთვის და ევროინტეგრაციის დაჩქარებისთვის.

ჩვენ აბსოლუტურად ღიად და გამჭვირვალედ გავაკეთეთ განცხადება, რომ არ ვუერთდებით სანქციებს და გამოვდივართ ისევ და ისევ ჩვენი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, რომ ქვეყანაში იყოს მშვიდობა, მოხდეს ქვეყნის ეკონომიკური განვითარება იმისთვის, რომ რაც შეიძლება მეტი დოვლათი შეიქმნას ქვეყანაში და ეს ყველაფერი იგრძნოს ჩვენი ქვეყნის თითოეულმა მოქალაქემ.

ხელისუფლებას ეკისრება იმიტომ, რომ ზოგად ნორმალურ განვითარებულ ქვეყნებში, როდესაც ასეთი გადაწყვეტილების მიღება ხდება ამ ყველაფერში ჩართულია ოპოზიცია, ხელისუფლება იმიტომ, რომ ეს ქვეყანა მარტო საქართველოს დღევანდელი ხელისუფლების არ არის, ხომ მეთანხმებით ამაში, ხომ არის ოპოზიციის, თუმცა ჩვენ გაუგონარი ფაქტის წინაშე აღმოვჩნდით, ოპოზიცია დაკავებულია საბოტაჟით, დაკავებულია იმით, რომ ქვეყანამ როგორმე სტატუის არ მიიღოს", - ამბობს კახა კალაძე.

მსგავსი სიახლეები