კონსტიტუციის უხეშ დარღვევას შესაბამისი რეაგირება სჭირდება - კახა კალაძე
კონსტიტუციის უხეშ დარღვევას შესაბამისი რეაგირება სჭირდება - "ქართული ოცნების" სხვა ლიდერების მსგავსად, სალომე ზურაბიშვილს კახა კალაძეც აკრიტიკებს.
დედაქალაქის მერი დღეს ფუნქცია-მოვალეობებზე ალაპარაკდა.
"ქალაქის მერს აქვს თავისი ფუნქცია, ვალდებულებები, პასუხისმგებლობა, იგივე აქვს პრემიერ-მინისტრს, მთავრობას, პრეზიდენტს. ეს ყველამ უნდა გავითავისოთ. თუ ჩვენ დავიწყებთ ამის აღრევას, არაფერი გამოვა. პირველებმა ჩვენ, პოლიტიკოსებმა, თანამდებობის პირებმა უნდა ვცეთ პატივი კონსტიტუციას.
თუ ქვეყნის პრეზიდენტი უპატივცემულოდ ექცევა კონსტიტუციას, ეს ძალიან მძიმე და დამაზიანებელია ჩვენი ქვეყნის ხვალინდელი დღისთვის. “, - განაცხადა თბილისის მერმა.
მისი თქმით, კონსტიტუციის უხეშ დარღვევას შესაბამისი რეაგირება სჭირდება.