ევროპული ვოიაჟისა და "ოცნების" დაანონსებული იმპიჩმენტის შემდეგ, დღეს სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას მიმართავს
პრეზიდენტი დუმილს დღეს დაარღვევს. სალომე ზურაბიშვილის მიმართვა 21:00 საათზეა დაგეგმილი. ამ ეტაპზე თემა არ კონკრეტდება, თუმცა დიდი ალბათობით, მთავარსარდალი ევროპულ ტურნეს და "ქართული ოცნების" მიერ იმპიჩმენტის პროცედურის დაწყებაზე გააკეთებს განცხადებას.
პრეზიდენტთან კითხვის დასმის საშუალება დღეს "პირველების" ჟურნალისტს ჰქონდა, თუმცა მან რუსუდან დუმბაძის მიერ იმპიჩმენტის შესახებ დასმულ შეკითხვას არ უპასუხა.
როგორც პრეზიდენტი სოციალურ ქსელში წერს, მისი მიმართვა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერით გადაიცემა.