ბოლო გაფრთხილებაა საქართველოს მთავრობისთვის - დეკანოიძე ბორელის ვიზიტზე
რა მიზნით ჩამოდის საქართველოში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ვიცე-პრეზიდენტი ჯოზეფ ბორელი - ოპოზიცია დარწმუნებულია, რომ მას საგანგებო გზავნილი აქვს საქართველოს მთავრობისთვის.
მაშინ, როდესაც ევროკომისია ოქტომბერში გამოაქვეყნებს დასკვნას, რამდენად მზად არის საქართველო შესრულებული რეფორმებით ევროკავშირის წევრი ქვეყნის სტატუსის მისაღებად, "ევროოპტიმისტების" წევრის ხატია დეკანოიძისთვის ბორელის თბილისში ჩამოსვლა ერთი თვით ადრე იმის მანიშნებელია, რომ მას გამაფრთხილებელი გზავნილი აქვს მთავრობისთვის.
ბორელის ვიზიტი, განსაკუთრებით სექტემბერში, როდესაც ევროკავშირის დასკვნა ოქტომბერში გამოქვეყნდება კანდიდატის სტატუსის რეკომენდაციებთან დაკავშირებით, არის ძალიან მნიშვნელოვანი და ეს არის ბოლო გაფრთხილება და ბოლო ინფორმაციის მიღება, საქართველოს ხელისუფლების მიმართ და ხელისუფლებიდან თუ რა ხდება 12 რეკომენდაციასთან დაკავშირებით და როგორია ის პროგრესი, ჩვენ ვიცით, რომ ეს პროგრესი არ არსებობს,“ - ამბობს ხატია დეკანოიძე.