გადადგება პრეზიდენტი თუ დაელოდება "ოცნების" იმპიჩმენტს - საგარეო საქმეთა მინისტრის პოზიცია

07.09.23 16:46
გადადგება პრეზიდენტი თუ დაელოდება "ოცნების" იმპიჩმენტს - საგარეო საქმეთა მინისტრის პოზიცია

გადადგება თუ არა საქართველოს პრეზიდენტი თუ დაელოდება ქართული ოცნების მხრიდან იმპიჩმენტის საკითხის ბოლომდე მიყვანას - საგარეო საქმეთა მინისტრს ამ კითხვებზე პასუხი არ აქვს.

როგორც ილია დარჩიაშვილი ჟურნალისტებთან ამბობს, ის საქმის კურსში არ არის, რის თქმას გეგმავს სალომე ზურაბიშვილი დღეს საღამოს 9 საათზე.

რაც შეეხება იმპიჩმენტს, ილია დარჩიაშვილი მმართველი გუნდის პოზიციას სრულად იზიარებს და თვლის, რომ სალომე ზურაბიშვილმა კონსტიტუცია დაარღვია.

თქვენი ფორმულირება იმპიჩმენტის პროცესთან დაკავშირებით არ არის სწორი, თუ მოისმენთ რა გაკეთდა მმართველი გუნდისა და პრემიერის მხრიდან ამ საკითხთან დაკავშირებით, ასეთი ფორმულირება არ უნდა იყოს თქვენი მხრიდან.
 

რაც შეეხება იმას, თუ რას იტყვის საქართველოს პრეზიდენტი, ამის შესახებ არაფრის თქმა არ შემიძლია, დაველოდოთ.
 

უტრირებთ, ამ საკითხის დაკავშირება საქართველოს ევროპულ მომავალთან, არაფერ კავშირში არ არის და მოგიწოდებთ, რომ არ შეიყვანოთ საზოგადოება შეცდომაში. გაკეთდა ცალსახა განცხადება საპარლამენტო გუნდისა და პრემიერის მხრიდან.
 

ეს ხომ სამართლებრივად არაერთხელ იქნა განმარტებული და შავით თეთრზე წერია კონსტიტუციაში და ყველა მოქალაქე ვალდებულია პატივი სცეს საქართველოს კონსტიტუციას,“ - ამბობს დარჩიაშვილი.
 

მსგავსი სიახლეები