მოსკოვში სამხედრო პროდუქციის მწარმოებელ ქარხანაში ხანძარი გაჩნდა - შენობიდან ევაკუაცია განხორციელდა
მოსკოვში მდებარე ერთ-ერთ სამხედრო პროდუქციის მწარმოებელ ქარხანაში ხანძარი გაჩნდა. ძლიერი ხანძრის გამო შენობიდან ადამიანების ევაკუირება განხორციელდა. ამ ეტაპისთვის ცნობილია, რომ გაჩენილი ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.
ირკვევა, რომ ცეცხლი მიკროელექტრონულ საწყობში გაჩნდა, რომელიც ამ დროისთვის უკვე ლიკვიდირებულია. ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.