პროპაგანდა ამტკიცებდა, რომ დაპირება ევროკავშირზე არის ფოჩიანი კანფეტები, დადგა მომენტი, რომ ევროკავშირი რეალობაა - მანჯგალაძე
"წლების მანძილზე საქართველოში რუსული პროპაგანდა ამტკიცებდა, რომ დაპირება ევროკავშირზე, დაპირება NATO-სთან დაკავშირებით არის ფოჩიანი კანფეტები," - ეს განცხადება "სტრატეგია აღმაშენებლის" წევრმა პაატა მანჯგალაძემ გააკეთა.
პაატა მანჯგალაძის თქმით, პოლიტიკური ნებაა საჭირო ყველა იმ რეკომენდაციის შესასრულებლად, რაც ევროკომისიამ საქართველოს დააკისრა.
წლების მანძილზე საქართველოში რუსული პროპაგანდა ამტკიცებდა, რომ დაპირება ევროკავშირზე, დაპირება NATO-სთან დაკავშირებით არის ფოჩიანი კანფეტები, სინამდვილეში არაფერი არ ხდება, ეს შორეული პერსპექტივაა - დადგა მომენტი, რომ ევროკავშირი რეალობაა, NATO-ც რეალობაა საქართველოსთვის, საოცრება ხდება, ამ დროს, როცა ისტორიული შანსი მოვიდა და კარზე მოგვიკაკუნა, ხელისუფლება გვყავს ისეთი, რომ ყველაფერს აკეთებს, რომ კანდიდატის სტატუსი არ მივიღოთ.
როცა "ქართული ოცნება" კურსს შეცვლის და რუსეთის ნაცვლად ევროპისკენ დაიძვრება, საჩხუბარი და გასაბრაზებელი არაფერი იქნება. რომ გვეუბნებნებიან, რატომ ხარ პოლარიზებული - ბუნებრივად ვარ პოლარიზებული - რუსთან და მტერთან უნდა ვიყო პოლარიზებული, მტერთან კოლაბორაციაში ყოფნა დანაშაულია," - ამბობს მანჯგალაძე.