"ბევრია გასაკეთებელი - ევროკავშირი მზად არის დაუჭიროს მხარი საქართველოს" - ბორელის პირველი კომენტარი

07.09.23 19:32
"ბევრია გასაკეთებელი - ევროკავშირი მზად არის დაუჭიროს მხარი საქართველოს" - ბორელის პირველი კომენტარი

„ევროკავშირი მზად არის დაუჭიროს მხარი საქართველოს ევროპისკენ მიმავალ გზაზე - გულწრფელად გეტყვით, რომ ბევრია გასაკეთებელი,“ - ეს განცხადება ჯოზეფ ბორელმა გააკეთა. ბორელის თქმით, საქართველოს რეფორმების გასატარებლად მოკლე პერიოდი აქვს დარჩენილი.

თბილისში ჩამოსულმა ბორელმა მედიასთან პირველი კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ საქართველოს სერიოზული განაცხადი აქვს გაკეთებული. ბორელის თქმით, სტატუსის მისაღებად სერიოზული რეფორმები უნდა გატარდეს. 12 რეკომენდაციის შესრულება კი, ბორელის განცხადებით, სავალდებულოა.

გამარჯობა, საქართველო! მოხარული ვარ ულამაზეს თბილისში ჩასვლით. დატვირთული დღეები გველოდება საქართველოს ხელისუფლებასთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან და ევროკავშირის საქართველოს წარმომადგენლობასთან ვიზიტით.

 

პირველ რიგში, მინდა აღვნიშნო, რომ საქართველო მნიშვნელოვანი პარტნიორია ევროკავშირისთვის და ახლა გადამწყვეტი მნიშვნელობის მქონე მომენტია თქვენი მომავლისთვის, ვინაიდან რამდენიმე კვირაში ევროკავშირი შემდეგ ნაბიჯებს განიხილავს ევროკავშირისკენ საქართველოს გზასთან დაკავშირებით და პირველად ისტორიაში საქართველოს შესახებ ანგარიშს, როგორც გაფართოების პროცესში მონაწილე ქვეყანაზე წარადგენს.

და ასეთ მნიშვნელოვან მომენტში მინდა ძალიან ნათელი ვიყო - ევროკავშირის კარი ღიაა საქართველოსთვის და ევროკავშირი ერთგულია მხარი დაუჭიროს საქართველოს ევროკავშირის წევრობისკენ გზაზე. კარი ღიაა და გვინდა ამ გზაზე მხარი დაგიჭიროთ.

მაგრამ ასევე უნდა ვთქვა, რომ ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადი ასევე სერიოზული ვალდებულებაა. და კანდიდატის სტატუსი არ არის ისეთი რამ, რაზეც ქვეყნებს ავტომატურად უფლება შეიძლება ჰქონდეთ. მას დამსახურება სჭირდება სერიოზული რეფორმებითა და ევროპული ღირებულებებისადმი ერთგულებით. და სიმართლე რომ გითხრათ, ამ მხრივ ჯერ კიდევ ბევრი სამუშაო არის გასაკეთებელი," - განაცხადა ბორელმა.

გარდა ამისა, ბორელმა ხაზი გაუსვა იმას, რომ ერთიანობა უმნიშვნელოვანესია. ბორელის თქმით, ის შეხვდება პრემიერს, პრეზიდენტს და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს.

მსგავსი სიახლეები