უჩივლებს თუ არა ზურაბიშვილი მთავრობას საკონსტიტუციო სასამართლოში - რა გემა აქვს პრეზიდენტს?
უჩივლებს თუ არა სალომე ზურაბიშვილი მთავრობას საკონსიტიტუციო სასამართლოში? რა გეგემა აქვს პრეზიდენტს? არსებული რეალობა ზურაბიშვილს საშუალებას აძლევს პრემიერის წინააღმდეგ სარჩელი სასამართლოში შეიტანოს. საუბარია კონსტიტუციის იმ მუხლის დარღვევაზე, სადაც წერია, რომ ყველა უმაღლესი რანგის პირველი პირი ვალდებულია საქართველოს ევროინტეგრაციას შეუწყოს ხელი.
ომი პრეზიდენტთან მმართველი პარტიისთვის ახლა პოლიტიკური დღის წესრიგის პირველი თემაა. ოცნება დარწმუნებულია, რომ ზურაბიშვილს გადააყენებენ, მაგრამ ჩნდება კითხვა საიდან 100 ხმა? და ვინ იქნება ის 12 დეპუტატი, ვინც მმართველი პარტიის თამაშს ითამაშებს.
საქართველოში დაბრუნებული სალომე ზურაბიშვილი არ გვპასუხობს ელოდება თუ არა იმპიჩმენტს. პრეზიდენტს ამ კითხვაზე პასუხად მხოლოდ გაეცინა და ასე გამოხატა განწყობა გადაწყვეტილების მიმართ, რომელიც მისი ევროპული ტურნეს გამო ხელისუფლებამ მიიღო. თუმცა სათქმელი ზურაბიშვილს ბევრი დაუგროვდა და ერთკვირიანი მოთმინების შემდეგ დუმილს დაარღვევს.
დეტალები ნახეთ, რუსუდან დუმბაძის რეპორტაჟში.