პრემიერის მდიდრული ამერიკული არდადეგები - ნერვების ომი ღარიბაშვილის ადმინისტრაციაში

07.09.23 20:20
პრემიერის მდიდრული ამერიკული არდადეგები - ნერვების ომი ღარიბაშვილის ადმინისტრაციაში

ნერვების ომი პრემიერის ადმინისტრაციაში. ღარიბაშვილის გუნდმა დღეს განგაშის სიგნალი "შაბათის ეთერის" ჟურნალისტური გამოძიების გამო ჩართო. ისე რომ მასალა ჯერ ეთერშიც არ გასულა, პრემიერის ადმინისტრაცია იძულებული გახდა დაედასტურებინა, რომ ღარიბაშვილმა ზაფხულის არადადეგებზე ჩარტერული რეისებით ისარგებლა. ეს ამბავი ბოლომდე საიდუმლოდ დარჩებოდა რომ არ ჩვენი გუნდის მოპოვებული უტყუარი მტკიცებულებები, რამაც ღარიბაშვილის აღიარება მოგვასმენინა. 

საიდან ამდენი ფული პრემიერს? ამ თემაზე გამოძიებას ჩვენი გუნდი შაბათს გაჩვენებთ. მანამდე კი     ოლიგარქის მთელი პარტია ღარიბაშვილის დაცვაზეა გადასული! მერე რა თუ პრემიერი ერთი საზაფხული არდადეგებისთვის, ორ  ფრენაში, მისი ოთხი წლის ხელფასს გადაიხდის. ფულის წარმომავლობაზე ვერც "ოცნებაში" ვერაფერს ამბობენ და ხალხს ურჩევენ  დაელოდონ 2024 წლის ოქტომბერს. სწორედ ამ დროს უწევს პრემიერს კანონით დეკლარაციაში ახლა გაწეული ხარჯები ასახოს. იმ დროს კი ღარიბაშვილი მთავრობის მეთაური ან იქნება ან არა. 

დეტალები ნახეთ, ნანუკა ქაჯაიას რეპორტაჟში.

მსგავსი სიახლეები