დაუმორჩილებლობა გრძელდება - "მწერალთა სახლის" Facebook გვერდიდან წულუკიანის ცილისმწამებლური განცხადება წაშალეს

07.09.23 19:50
დაუმორჩილებლობა გრძელდება - "მწერალთა სახლის" Facebook გვერდიდან წულუკიანის ცილისმწამებლური განცხადება წაშალეს

მწერლების დაუმორჩილებლობა გრძელდება - "მწერალთა სახლის" Facebook გვერდიდან კულტურის სამინისტროს ცილისმწამებლური და შეურაცხმყოფელი განცხადება წაშალეს.

მწერლებმა ამ გზით უპასუხეს თეა წულუკიანს, რომელმაც დღეს გაავრცელა საგანგებო განცხადება და მწერალთა სახლის ყოფილი ხელმძღვანელი სამინისტროსთან დაპირისპირებაში დაადანაშაულა.

აქ იდო კულტურის სამინისტროს შეურაცხმყოფელი და ცილისმწამებლური სტატუსი ნატალია ლომოურის შესახებ, რომელსაც ემიჯნება მწერალთა სახლის შემოქმედებითი ჯგუფი," - წერია მწერალთა სახლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 

 

 

მსგავსი სიახლეები