"ოცნებამ" ზურაბ ჯაფარიძეს შარვალჩახდილი, ხოშტარიას კი რუსულ ფულზე დამოკიდებული ეძახა - ახალი იერიში

07.09.23 20:41
"ოცნებამ" ზურაბ ჯაფარიძეს შარვალჩახდილი, ხოშტარიას კი რუსულ ფულზე დამოკიდებული ეძახა - ახალი იერიში

 

"ქართულმა ოცნებამ" ახალ პოლიტიკურ ჯგუფს ბრძოლა დაფუძნებიდან ერთ დღეში გამოუცხადა. ორი  პროევროპელი პოლიტიკოსის  გაერთიანებამ პრორუსული პარტიის მმართველები წყობიდან გამოიყვანა. ელენე ხოშტარიასა და ზურაბ ჯაფარიძის ერთობა როგორც ჩანს ოცნებისთვის ახალ თავისტკივილად იქცა. ჯერ არჩევნებზე მარცხი უწინასწარმეტყველეს, შემდეგ  ჯაფარიძეს შარვალჩახდილი, ხოშტარიას კი რუსულ ფულზე დამოკიდებული ეძახეს. ასეთი რეაქცია ახალი პოლიტიკური ჯგუფისთვის მოულოდნელი არ ყოფილა. პოლიტიკოსები დარწმუნებულები არიან,  რომ "ოცნებას" ეშინია და ამიტომ შტურმი ახალი პოლიტიკური ჯგუფის წინააღმდეგ მომავალში კიდევ უფრო გაძლიერდება.

დეტალები ნახეთ, რუსუდან ჯაბანიშვილის რეპორტაჟში.

 

მსგავსი სიახლეები