მე ყველგან ვივლი, სადაც წასასვლელი ვარ - პრეზიდენტი მთავრობას დაუმორჩილებლობას უცხადებს
მე ყველგან ვივლი, სადაც წასასვლელი ვარ - პრეზიდენტი მთავრობას დაუმორჩილებლობას უცხადებს.
სალომე ზურაბიშვილმა საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე ხაზგასმით განაცხადა, რომ ის იცავს კონსტიტუციას და ბოლომდე იქნება იმ ფიცის ერთგული, რომელიც მან ინაუგურაციაზე დადო.
"მე არსად არ მივდივარ, ჩემი გადადგომაზე ოცნება ყველამ უნდა დაივიწყოს, მე ყველგან ვივლი, სადაც წასასვლელი ვარ, ეს არის ჩემი უდიდესი კონსტიტუციური ვალდებულება. თუ რამე მე ვიცავ კონსტიტუციას ამ ქვეყნისა, რამეთუ ეს ფიცი დავდე იმ დღეს, როცა იყო ჩემი ინაუგურაცია, როგორც საქართველოს პრეზიდენტის და ვიქნები ბოლომდე ამ ფიცის ერთგული". - განაცხადა პრეზიდენტმა