ქვეყნის წინაშე დგას კორუფციის პრობლემა - პრეზიდენტი
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ჩვენი ქვეყნის წინაშე კორუფციის პრობლემა დგას.
ზურაბიშვილმა ასევე ისაუბრა რუსების უკონტროლო შემოსვლასა და ჩვენი მოქალაქეების ქვეყნიდან გადინებაზე და განაცხადა, რომ ეს პრობლემები მაშინ იქნება გადაჭრილი, როდესაც ევროკავშირს შევუერეთდებით.
მინდა მოგმართოთ თქვენ, საქართველოს საზოგადოებამ, რადგან მე მხოლოდ თქვენ წინაშე ვარ ანგარიშვალდებული, რამეთუ თქვენ ამირჩიეთ და მე ამ არჩევანის მიმართ ვგრძნობ ძალიან დიდ პასუხისმგებლობას. ვიცი, რომ თქვენ ამირჩიეთ იმისთვის, რაც ვარ და ვიყავი მთელი ცხოვრება - ევროპის მომხრე, საქართველოს ევროპული მომავლის მომხრე, ნაწილობრივ ევროპელი, ეს არის ის მონაცემები, რის გამოც თქვენ გააკეთეთ არჩევანი და მე ამ არჩევანის მიმართ ვარ ანგარიშვალდებული.
ვიცი, როგორი მომავალი გინდათ საქართველოსთვის, როგორი მომავალი უნდა მომავალ თაობას, ვიცი, რომ ყველა იმ პრობლემის გადაჭრა, რაც დღეს დგას ქვეყნის წინაშე - ეს იქნება კორუფცია, იქნება ადამიანების გადინება ქვეყნიდან, უკონტროლო რუსების შემოვლა ამ ქვეყანაში, ეს ყველაფერი იქნება, შეიძლება არა გადაჭრილი, იქნებ მოგვარებული ნაბიჯ-ნაბიჯ, როცა შევუერთდებით ევროკავშირს".- განაცხადა პრეზიდენტმა.