პრეზიდენტი მნიშვნელოვან შეხვედრებზე არ უნდა დადიოდეს თავისი სახსრებით, არასწორია - ზურაბიშვილი

07.09.23 21:29
პრეზიდენტი მნიშვნელოვან შეხვედრებზე არ უნდა დადიოდეს თავისი სახსრებით, არასწორია - ზურაბიშვილი

პრეზიდენტი მნიშვნელოვან შეხვედრებზე არ უნდა დადიოდეს თავისი სახსრებით, არასწორია - ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილმა საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ზურაბიშვილის თქმით, ევროპის დედაქალაქებში მას პატივისცემით ხვდებიან იმ გამბედაობის და სურვილის გამო, რომელიც ქართველ ხალხს აქვს, და ეს სურვილი არის ევროკავშირის სტატუსი.

ვსარგებლობ იმით, რაც არის ჩემი კონტაქტები, ვსარგებლობ ჩემდამი ნდობით, რომელიც პირველ რიგში არის თქვენ მიმართ ნდობა. თქვენ რომ არ გამოსულიყავით და არ გეჩვენებინათ მთელი ევროპისთვის, თუ რამდენად მნიშვნელოვანი არის თქვენთვის ეს პერსპექტივა, მაშინ ალბათ მეც არ მექნებოდა ასეთი ნდობა, როდესაც სხვადასხვა ლიდერებს ვხდები. იმათმა იციან, რომ მე ვარ თქვენი არჩეული და რომ ეს პერსპექტივა არის არჩეული. ამიტომაც არის რომ ასეთი პატივისცემით მხვდებიან. ეს მე კი არ დავიმსახურე, თქვენ დაიმსახურეთ. მე ვარ ამაყი, რომ თქვენ წარმოგადგენთ ევროპის სხვადასხვა დედაქალაქებში. მე ვარ ამაყი, რომ ამას ვაკეთებ მე დღეს ჩემი სახსრებით, თუმცა სახელმწიფოსთვის ეს არ არის სწორი, იმიტომ, რომ ქვეყნის პრეზიდენტი მნიშვნელოვან შეხვედრებზე არ უნდა დადიოდეს თავისი სახსრებით. მაგრამ ამად დიდი მნიშვნელობა არ აქვს. გავაგრძელებ, მაქვს გეგმა შემდეგი ქვეყნების, სადაც უნდა ჩავიდე. ვიმედოვნებ, რომ ამ 3 თვეში, რომ მოვიარო ყველა დედაქალაქი ევროპისა, რათა იქამდე მივიტანო თქვენი მომავლის ოცნება და სურვილი. ყველამ უნდა იცოდეს, რომ საქართველო რუსეთის ფეხქვეშ არ დადგება. ეს არის ის, რაც ერთად გვაქვს დასაცავი". - განაცხადა პრეზიდენტმა.

მსგავსი სიახლეები