ციხე ემუქრება ღარიბაშვილს - გუბაზ სანიკიძე

07.09.23 21:30
ციხე ემუქრება ღარიბაშვილს - გუბაზ სანიკიძე

„ბიძინა ივანიშვილი მიყვება პუტინის მეთოდოლოგიას - ეს არის უარყოფითი სელექცია ანუ უნიჭო, ნაძირალა, უპრინციპო უნდა იყოს შენი თანამდებობის პირი და მივიღებთ, რასაც ვღებულობთ,“ - ეს განცხადება გუბაზ სანიკიძემ „რეაქციაში“ გააკეთა.

გუბაზ სანიკიძის თქმით, ირაკლი ღარიბაშვილი ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ მოქმედებს. სანიკიძე ასევე იხსენებს, რომ ღარიბაშვილის წინააღმდეგ მან მიმართა სასამართლოს, რადგან პრემიერმა ის პოლიტიკურ კორუფციაში დაადანაშაულა, თუმცა, სასამართლომ საქმე წარმოებაში არ მიიღო. 

რასაც ეგ შვრება, ღიად მიდის ქვეყნის ღალატზე - იგივე ჩინეთში ვიზიტი ნიშნავდა საგარეო ორიენტაციის შეცვლას. ყველაფერს შვრება - კორუფციაშიც მონაწილეობს, უკანონო ქვემედებაშიც მონაწილეობს, დაბრალების უნარიც აქვს, გულაობს კაცი, დაბადების დღე აქვს მოწყობილი, ამ ნაძირალას, მარტო ამ ქვეყანაში შეიძლება ასეთი ბოგანო მართავდეს ქვეყანას. 10 წელიწადში ასე როგორ შეიძლება ქვეყანა დაეცეს, რომ მეორეჯერ ჰყავდეს ღარიბაშვილი პრემიერად.
 

ციხე ემუქრება ღარიბაშვილს - იმდენი ეჭვი და საფუძველია, რომ მას პოტენციურად განაღდებული აქვს ციხეში მოხვედრა. ახლა ვნახავ ნოდარ მელაძის გადაცემასაც. ნებისმიერი ხელისუფლება, ოპოზიციის რა ფრთაც არ უნდა მოვიდეს, ის იძულებული გახდება, რომ პასუხი აგებინოს „ქართულ ოცნებას“ და განსაკუთრებით მის დროშას და სიმბოლოს, ხისთავიან ირაკლი შეწერილს,“ - ამბობს გუბაზ სანიკიძე.

მსგავსი სიახლეები