გავაგრძელებ ვიზიტებს, ევროპაში ყველამ უნდა იცოდეს, რომ საქართველო რუსეთის ფეხქვეშ არ დადგება - პრეზიდენტი

07.09.23 21:34
გავაგრძელებ ვიზიტებს, ევროპაში ყველამ უნდა იცოდეს, რომ საქართველო რუსეთის ფეხქვეშ არ დადგება - პრეზიდენტი

საქართველოს პრეზიდენტი ევროპის დედაქალაქებში ვიზიტებს აგრძელებს - ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილმა საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

პრეზიდენტმა თქვა, რომ ევროპაში ყველას უნდა გააგებინოს, რომ საქართველო რუსეთის ფეხქვეშ არ დადგება.

გავაგრძელებ, ევროპის დედაქალაქებში ვიზიტებს. მაქვს გეგმა შემდეგი ქვეყნების, სადაც უნდა ჩავიდე. ვიმედოვნებ, რომ ამ 3 თვეში, მოვიარო ყველა დედაქალაქი ევროპისა, რათა იქამდე მივიტანო თქვენი, ქართველი ხალხის მომავლის ოცნება და სურვილი. ყველამ უნდა იცოდეს, რომ საქართველო რუსეთის ფეხქვეშ არ დადგება. ეს არის ის, რაც ერთად გვაქვს დასაცავი". - განაცხადა პრეზიდენტმა.

მსგავსი სიახლეები