პრეზიდენტისგან ველი კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას და ბერკეტების გამოყენებას, ვგულისხმობ სააკაშვილის საკითხს - წითლიძე

07.09.23 22:10
პრეზიდენტისგან ველი კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას და ბერკეტების გამოყენებას, ვგულისხმობ სააკაშვილის საკითხს - წითლიძე

„მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტის არჩევნებში მისთვის მხარი არ დაგვიჭერია, მისი ეს პოზიცია დასაფასებელია,“ - ეს განცხადება „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ანა წითლიძემ გააკეთა.

ანი წითლიძის შეფასებით, პრეზიდენტს აქვს ბერკეტები უფრო მეტი აქტიურობისთვის, მათ შორის შეუძლია მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება.

მე მგონია, რომ ბევრად უფრო აქტიური შეუძლია იყოს და შესაბამისი ბერკეტები გამოიყენოს. მთელი ინსტიტუცია სახელისუფლებო არის კანდიდატის სტატუსის წინააღმდეგ, რასაც შვრებიან თავიანთი ქმედებებით და ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები უყურებენ, რომ ხელისუფლება ნაცვლად იმის, რომ კანდიდატის სტატუსისთვის აკეთებდეს ყველაფერს, აკეთებს პირიქით. ანუ ერთადერთი სახელმწიფო ინსტიტუცია არის საქართველოს პრეზიდენტი, რომელიც ყველა წინააღმდეგობის მიუხედავად, რასაც მას ხელისუფლების მხრიდან ხვდება, აკეთებს ყველაფერს იმისთვის, რომ საქართველოს მოქალაქეების დიდი ნაწილის ხედვა წარმოაჩინოს. ეს დასაფასებელია, თუმცა, ასევე არ შეიძლება არ ვთქვა, რომ პრეზიდენტისგან ველი კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას და ბერკეტების გამოყენებას - ვგულისხმობ, მიხეილ სააკაშვილის საკითხს,“ - ამბობს ანი წითლიძე.