საუბარი იმაზე, რომ პრეზიდენტი მიდის კონსტიტუციის წინააღმდეგ, არის ყველაზე კომიკური ფაქტი - გეგელია
"სალომე ზურაბიშვილი მართლა ქართულ ტრადიციას იცავს, იცავს იმ კურს, რაც ამ ქვეყანას ყოველთვის ჰქონდა და ნებისმიერი საუბარი იმაზე, რომ ის მიდის კონსტიტუციის წინააღმდეგ, არის ყველაზე კომიკური ფაქტი, ის იცავს კონსტიტუციას დღეს," - ეს განცხადება "ლელოს" ერთ-ერთმა ლიდერმა გრიგოლ გეგელიამ გააკეთა.
გეგელიას თქმით, ბოლო დღეებმა ლუსტრაცია გაუკეთა ქვეყანაში არსებულ პროცესებს.
ახლა ვართ ყველაზე ზუსტ რეალობაში, სადაც ყველაფერი დაჯდა ისე, როგორც უნდა ყოფილიყო. მათ შორის, ისიც, რომ პრემიერმინისტრად წოდებული, გაუგებარი არსება ღარიბაშვილი დაბრძანდება ძვირადღირებული ჩარტერებით, ამ დროს პირდაპირ სპობს იმ კურს, იმ სახელმწიფოებთან ურთიერთობას, სწორედ ბავშვების შანს, რომ ისწავლონ აშშ-ში, საფრანგეთში, ამ დროს პრეზიდენტი, როგორც საქართველოს რეალური ხმა, 90 პროცენტის ხმა, გადაადგილდება მატარებლით, თავისი ხარჯებით,ისევე როგორც მაია სანდუ - მივიღეთ ის რეალობა, სადაც „ქართული ოცნება“ მხილებულია, როგორც პატარა, უსახური გუნდი, რომელსაც მიტაცებული აქვს ძალაუფლება, როგორც ბოლშევიკებმა მიიტაცეს ხელისუფლება, სალომე ზურაბიშვილი ქუჩაში იდგა დღესაც, მგონია, რომ ესეც განაცხადია - ის არის ჩვენ გვერდით და იცავს იმ ინტერესებს, რომელსაც არათუ საქართველოს პრეზიდენტი, ყველა ქართველი პოლიტიკოსი უნდა იცავდეს,“ - ამბობს გრიგოლ გეგელია.