"გააჩნია რამდენს გადაიხდიან" - ხვიჩია იმპიჩმენტისთვის "ოცნების" მხრიდან დეპუტატების შესაძლო გადაბირებაზე
„გააჩნია რამდენს გადაიხდიან,“ - ეს განცხადება „გირჩის“ ლიდერმა იაგო ხვიჩიამ გააკეთა.
იაგო ხვიჩია არ გამორიცხავს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ იმპიჩმენტის პროცესის ბოლომდე მისაყვანად დეპუტატები მოისყიდონ.
იაგო ხვიჩიას თქმით, იმპიჩმენტის პროცესი ერთადერთი მიზეზით შეიძლება დაეწყო "ქართულ ოცნებას", რომ თუ სალომე ზურაბიშვილი შეიწყალებდა მიხეილ სააკაშვილს, პასუხი გაეცათ იმპიჩმენტის გზით ამომრჩევლებისთვის.
ხმები - აგერ არ არიან ნაცები? იუსტიციის საბჭოს წევრი ნაცებმა არ აირჩიეს? 88 თვითონ არიან, 5 დამატებული ხალხი, 7 დარჩათ, გააჩნია რამდენს გადაიხდიან. გააჩნია რამდენად მოინდომებენ. ჯერჯერობით, აგებენ ქოცები ამ თამაშს. განსაკუთრებით მაკრონთან ზურაბიშვილის გამოჩენამ ცელი გამოსვა ქოცების ამ კამპანიას. მერე უნდა შეეტანათ საკონსტიტუციოში, საკონსტიტუციო უნდა გაენადგურებინათ ბოლომდე, რამდენიმე დღე გადაიდო, ბორელი ჩამოდის.
სალომემ საერთაშორისო ზეწოლით რომ გაუშვას სააკაშვილი, როგორ უნდა ახსნა შენს ამომრჩეველთან ან რუსეთთან, რათაც ხომ უნდა თქვა და დაწყებული უნდა გქონდეს იმპიჩმენტის პროცედურა. ფიზიკურად ვერ ვხვდები გაგრძელებას. სალომე ზურაბიშვილმა თუ მიხეილ სააკაშვილი არ გაუშვა, რათ გინდა იმპიჩმენტი, ან ნაცების გადაბირება რათ გინდა. ზურაბიშვილმა ივანიშვილთან შეთანხმების გარეშე რომ გაუშვას სააკაშვილი, მე ვერ ვიჯერებ ამას და შესაბამისად, რჩება აბსურდის ვერსია, რატომაც ეს გააკეთეს, მგონი, ბევრი ყურადღება არ უნდა დავუთმოთ ამ აბსურდს,“ - ამბობს იაგო ხვიჩია.