მთავარი არ არის, „ოცნებას“ რამის გადაფარვა თუ უნდა, მთავარია, რომ „ოცნება“ ღიად უშლის ხელს ევროინტეგრაციას - დაუშვილი
„მთავარი ის კი არ არის, „ოცნებას“ რამის გადაფარვა უნდა თუ რეალურად იმპიჩმენტი უნდა, მთავარია, რომ „ოცნება“ დღეს ძალიან ღიად ხელს უშლის ქვეყნის ევროინტეგრაციას,“ - ეს განცხადება პარტია „საქართველოს“ წევრმა მიხეილ დაუშვილმა გააკეთა.
ის ფაქტი, რომ საქართველოს მთავრობამ სალომე ზურაბიშვილს ევროპელ ლიდერებთან შეხვედრა აუკრძალა, დაუშვილისთვის მტკიცებულებაა, რომ მთავრობა ქვეყნის ევროინტეგრაციას ეწინააღმდეგება.
„ოცნებამ“ ამ შემთხვევაში პირდაპირ, როგორც შიშველი ფაქტი, გვითხრა, რომ მე ხელს ვუშლი ევროინტეგრაციას. რაც გააკეთა „ოცნებამ“ პირდაპირ გვითხრა, რომ ქვეყანას ხელს ვუშლი ევროინტეგრაციაში. ის ფაქტი, რომ პრეზიდენტის ვიზიტები ცალსახად ხელშემწყობი იქნება სტატუსის მიღების და ევროინტეგრაციის და თუ ვიღაც, მთავრობა, ხელს უშლის ამ ვიზიტების განხორციელებაში, ეს ნიშნავს, რომ ავტომატურად ხელს უშლის ქვეყნის ევროინტეგრაციას,“ - ამბობს დაუშვილი.