ჩარტერის ღირებულება 120 ათასიდან 200 ათასამდე არის, რაც პრემიერმა გადაიხადა - წითლიძე
"ნაციონალური მოძრაობის" წევრის ანი წითლიძის თქმით, ჩარტერულ რეისში პრემიერმა, დაახლოებით, 200 ათას დოლარამდე გადაიხადა. როგორც ანი წითლიძე ამბობს, პრემიერი ამას საკუთარი ხელფასით ვერ მოახერხებდა და სავარაუდო, კორუფციის ნიშნები იკვეთება.
ჩარტერის ღირებულება 120 ათასიდან 200 ათასამდე არის, რაც პრემიერმა გადაიხადა. საუბარია საქართველოს პრემიერმინისტრზე, რომლის მოქალაქეების ამ ქვეყნიდან ემიგრაციაში მიდიან, რომ საკუთარი ოჯახები არჩინონ. როცა საქართველოს სკოლებში 35 პროცენტი არის ბავშვების, რომლებიც ამბობენ, რომ განიცდიან შიმშილს - სახლში მისულებს კი მშობელი არ ხვდება და ვერ ჭამენ საჭმელს. განათლების სამინისტროს ამ ბავშვების კვებას 200 მილიონი დაუჯდება, ამ დროს პრემიერი 200 ათას დოლარამდე იხდის იმიტომ, რომ საკუთარი შვილი ჩაიყვანოს ამერიკაში.
რეალურად ეს სავარაუდო კორუფციის ფაქტი უნდა გამოიძიოს იმ ანტიკორუფციულმა ბიურომ, რომლის ხელმძღვანელსაც ნიშნავს პრემიერი. ეს არის ოლიგარქიული, მაფიოზური სისტემა," - ამბობს ანი წითლიძე.