ძლიერი წვიმის და მოსალოდნელი ქვათაცვენის გამო ბარისახო-შატილის საავტომობილო გზაზე მოძრაობა აიკრძალა

07.09.23 23:03
ძლიერი წვიმის და მოსალოდნელი ქვათაცვენის გამო ბარისახო-შატილის საავტომობილო გზაზე მოძრაობა აიკრძალა

ძლიერი წვიმის და მოსალოდნელი ქვათაცვენის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ჟინვალი-ბარისახო-შატილის საავტომობილო გზის 79-ე კმ-ზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ძლიერი წვიმის და მოსალოდნელი ქვისცვენის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ჟინვალი-ბარისახო-შატილის საავტომობილო გზის 79-ე კმ-ზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა," - წერია განცხადებაში.