"დეპოლარიზაცია არის ყველაზე სუსტად შესრულებული" - რას ელოდება სამხარაძე ბორელის ვიზიტისგან
"ოცნების" წევრი ნიკოლოზ სამხარაძე ამბობს, რომ დეპოლარიზაცია 12 რეკომენდაციიდან ყველაზე სუსტად შესრულებულია, თუმცა აღნიშნავს, რომ სხვა მხრივ ყველაფერია გაკეთებული საკანონმდებლო ორგანოში და ჯოზეფ ბორელისგან ელოდება დაპირებას და განწყობას, რომ უახლოეს მომავალში სტატუსის მონიჭების საკითხი დადებითად გადაწყდება.
პრიორიტეტული საკითხი არის საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება და საქართველოსთვის მოლაპარაკებების დაწყება ევროკავშირში გაწევრიანებაზე, თუმცა არანაკლებ მნიშვნელოვანია უსაფრთხოების გარემო, ის, რაც ჩვენს რეგიონში ხდება, მათ შორის რუსეთიდან მომდინარე საფრთხეები, ჩვენ შევასრულეთ რეკომენდაციების უდიდესი უმრავლესობა, ნაწილის შესრულება მოითხოვს რა თქმა უნდა, პრაქტიკის გაუმჯობესება საკანონმდებლო კუთხით რაც იყო საჭირო ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ, თუმცა ეს არის განგრძობითი პროცესი. დეპოლარიზაცია არის ყველაზე სუსტად შესრულებული, იქიდან გამომდინარე, რომ დეპოლარიზაციას სჭირდება ყველა მოთამაშის თანხმობა, რომ მოხდეს დეპოლარიზაცია", - ამბობს სამხარაძე.