პრეზიდენტი დაგვცინის და ამომრჩეველს მომღიმარ პასუხებს უგზავნის, ამაზე პასუხი იქნება სასამართლოში - მაჭარაშვილი

08.09.23 11:52
პრეზიდენტი დაგვცინის და ამომრჩეველს მომღიმარ პასუხებს უგზავნის, ამაზე პასუხი იქნება სასამართლოში - მაჭარაშვილი

პრეზიდენტი დაგვცინის და ამომრჩეველს მომღიმარ პასუხებს უგზავნის, ამაზე პასუხი იქნება სასამართლოში - ასე ეხმაურება "ხალხის ძალის" ლიდერი გურამ მაჭარაშვილი პრეზიდენტის გუშინდელ საგანგებო ბრიფინგს. 

მაჭარაშვილი ზურაბიშვილს ფიცის გამტეხ პრეზიდენტს უწოდებს.

ტეხს ფიცს, რაზეც მან დაიფიცა კონსტიტუციაზე, რომ ის დაიცავდა კონსტიტუციას და დაარღვია ეს ფიციც ამავდროულად და რაც ასევე ყველზე ცუდია, ის ამ ყველაფერს დასცინის და ასეთი მომღიმარი პასუხებით უგზავნის შეტყობინებებს საკუთარ ამომრჩეველს. რა თქმა უნდა, კონსტიტუცია პასუხს გასცემს საქართველოს პრეზიდენტს საკონსტიტუციო სასამართლოში, ეს სამართლებრივი მხარე აუცილებლად იქნება, მაგრამ პოლიტიკურად მე თუ მიკითხავთ უკვე დაზიანებულია სამწუხაროდ საქართველოს პრეზიდენტი, რადგან ის გახდა პირველი პრეზიდენტი უახლეს ისტორიაში, რომელმაც მოახერხა და აშკარად და საჯაროდ თავისიანებიც კი, რომ ვერ უარყოფენ ისე დაარღვია კონსტიტუცია და იმპიჩმენტის დაწყების პროცედურის ღირსი გახდა", - ამბობს გურამ მაჭარაშვილი.