"ოცნება" პრეზიდენტის განცხადებების გამო გაბრაზებულია და სასამართლოში შეხვედრას უანონსებს

08.09.23 12:04
"ოცნება" პრეზიდენტის განცხადებების გამო გაბრაზებულია და სასამართლოში შეხვედრას უანონსებს

"ქართული ოცნება" სალომე ზურაბიშვილს სასამართლოში შეხვედრას უანონსებს. პრეზიდენტის ბოლო განცხადება დღეს პოლიტიკური განხილვის მთავარი თემაა.

ნიკოლოზ სამხარაძის განცხადებით, პრეზიდენტი უხეშად არღვევს კონსტიტუციას და არცერთ ევროპელობაში არ ჯდება მისი საქციელი.

არ ვიცი, რომელ ევროპელობაში ჯდება, როდესაც ადამიანი აცხადებს, რომ ის გააგრძელებს კონსტიტუციის დარღვევას, ალბათ ის ამაში როდესაც ამბობდა, რომ მე ნაწილობრივ ევროპელი ვარო, სწორედ ამას გულისხმობდა. არ მგონია, რომელიმე ევროპელი პოლიტიკოსი კონსტიტუციით დარღვევით აპირებდეს თავის საქმიანობის განხორციელებას. აქ სახეზე არის ძალიან უხეში დარღვევა კონსტიტუციის, შესაბამისად ჩვენ მიგვაჩნია, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ ამ ფაქტზე უნდა იმსჯელოს და უნდა დაადგინოს, იქნებ ადგენს საკონსტიტუციო სასამართლო, რომ არ ჰქონია. აქამდე არავის არასდროს პრეზიდენტისთვის არ შეუზღუდია მოგზაურობის ან ვიზიტების უფლება. თქვენ გახსოვთ, ასევე ევროპარლამენტის გახმაურებული საკითხიც, როდესაც ის არ წავიდა ევროპარლამენტში და დააბრალა ვითომ მთავრობამ არ გაუშვა და ეს იყო სუფთა ტყუილი, ამიტომ, როდესაც ნდობა აღარ არის რთულია ხოლმე კონსტიტუციური თანამშრომლობა, ამიტომ ეს არის ლოგიკური შედეგი", - ამბობს ირაკლი სამხარაძე.