მივესალმები პრეზიდენტის ეთიკას, რომელიც საკმაოდ მკაფიოდ აფიქსირებს, რომ არ აპირებს გაჩერდეს - გეგელია
მივესალმები პრეზიდენტის ეთიკას, რომელიც საკმაოდ მკაფიოდ აფიქსირებს, რომ არ აპირებს გაჩერდეს - "ლელოს" წევრის, გრიგოლ გეგელიას თქმით, პრეზიდენტის გუშინდელი განცხადება სავსებით ადეკვატური, კონსტიტუციური და ეროვნული იყო.
გეგელიას თქმით, სალომე ზურაბიშვილის ნათელი ხედვა აქვს ქვეყნის ევროინტეგრაციასთან დაკავშირებით.
ქალბატონი პრეზიდენტის განცხადება არის სავსებით ადეკვატური, სავსებით კონსტიტუციური და ეროვნული. მე ვფიქრობ, ჩვენ ვუსმენდით პრეზიდენტს, რომელსაც აქვს ნათელი ხედვა იმისა, თუ რა არის სწორი აქ და ახლა ამ სახელმწიფოსთვის, რომ ევროპული კურსის, ქართველი ხალხის ევროპული ნატვრის ახდენა არის უმთავრესი იდეალი და ამოცანა, რომელიც ყველა ქართველ პოლიტიკოსს უნდა ამოძრავებდეს და ის სავსებით მართალია, როდესაც ამბობს, რომ ამ გზაზე ის იცავს საქართველოს კონსტიტუციას, არამარტო 78 მუხლს არამედ საქართველოს საუკეთესო ეროვნულ, საგარეო და უსაფრთხოების ინტერესებს და მე მინდა მივესალმო მის ეთიკას, რომელიც საკმაოდ მკაფიოდ აფიქსირებს, რომ არ აპირებს გაჩერდეს და აპირებს დაიცვას ჩვენი ქვეყნის ეროვნული და ევროპული არჩევანი" - ამბობს გრიგოლ გეგელია.