კანდიდატის სტატუსის მიღებასთან დაკავშირებით სალომე ზურაბიშვილს აქვს ძალიან სწორი პოზიცია - დეკანოიძე
ხატია დეკანოიძის განცხადებით სალომე ზურაბიშვილს აქვს სწორი პოზიცია კანდიდატის სტატუსის მიღებასთან დაკავშირებით და "ოცნების" პრეზიდენტის მიმართ დამოკიდებულების საბაბი, სწორედ ზურაბიშვილის პროდასავლური გზავნილებია.
დეკანოიძე ამბობს, რომ იმპიჩმენტი, რომლისთვისაც "ოცნება" ემზადება შედეგი არ მოჰყვება.
კანდიდატის სტატუსის მიღებასთან დაკავშირებით სალომე ზურაბიშვილს აქვს ძალიან სწორი პოზიცია, მათ შორის ეს პოზიცია, რომელიც არის ნამდვილად მნიშვნელოვანი შეაფასეს და დააფასეს ჩვენმა საერთაშორისო პარტნიორებმა. პროდასავლური გზავნილები, რომელიც აქვს საქართველოს პრეზიდენტს უკვე ძალიან დიდი ხანი, პრაქტიკულად უკვე 1 წელია, რუსეთის სამხედრო აგრესიის დაწყების შემდეგ უკრაინაში, სწორედ ეს არის საბაბი იმის, რომ ქართული ოცნების დამოკიდებულება ამ სახელმწიფო ინსტიტუტის მიმართ არის ისეთი, როგორიც ჩვენ დღეს გვაქვს და ისინი ემზადებიან იმპიჩმენტისთვის, რასაც მე ვფიქრობ შედეგი არ მოჰყვება". - განაცხადა დეკანოიძემ.