სტიქია ქობულეთში - დატბორილია ქუჩები და საცხოვრებელი სახლები

08.09.23 11:30
სტიქია ქობულეთში - დატბორილია ქუჩები და საცხოვრებელი სახლები

ძლიერი წვიმის შედეგად, ქობულეთის მუნიციპალიტეტში რამდენიმე ქუჩაზე საცხოვრებელი სახლების ეზოები და პირველი სართული დაიტბორა.

ადგილობრივების ინფორმაციით, უხვმა ნალექმა სოფლებში მეწყრული პროცესები გამოიწვია. როგორც ქობულეთის მერიაში განაცხადეს, სტიქიის შედეგად მიყენებული ზიანის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს.