პაპუაშვილის და ოპოზიციის აუდიენცია ბორელთან - პარლამენტის თავმჯდომარე შეხვედრიდან გაბრაზებული გამოვიდა

08.09.23 11:53
პაპუაშვილის და ოპოზიციის აუდიენცია ბორელთან - პარლამენტის თავმჯდომარე შეხვედრიდან გაბრაზებული გამოვიდა

დეოლიგარქიზაცია, კანდიდატის სტატუსი, პოლიტიკური მართლმსაჯულება - სწორედ ამ საკითხებზე იყო მწვავე საუბარი ჯოზეფ ბორელთან. პარლამენტში შეხვედრა რამდენიმე წუთის წინ დასრულდა, სადაც როგორც ირკვევა, საკმაოდ მწვავე საკითხებზე ისაუბრეს და ოპოზიციამ სწორედ ის თემები დააყენა ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან საგარეო საკითხებში სასაუბროდ, რასაც თვლიან, რომ შეუძლია ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მიღებაზე უარყოფითად იმოქმედოს. 

ოპოზიციის მიერ წინა პლანზე წამოწეული საკითხებით პარლამენტის თავმჯდომარე უკმაყოფილოა. შეხვედრის დასრულების შემდეგ შალვა პაპუაშვილმა ოპონენტები გააკრიტიკა და თქვა, რომ ბორელთან შეხვედრის დროს ოპოზიცია კვლავ ამბობდა, რომ სტატუსს მოსახლეობა იმსახურებს და არა მთავრობა. 

ოპოზიციის მხრიდან იყო საკითხი დასმული კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით, ამავე დროს ე.წ. ტერმინოლოგიური გამიჯვნა ხალხისა და ხელისუფლებისა, მცდელობა, რომელიც ჩვენ გვესმის, სამწუხაროდ, საქართველოში რადიკალური ოპოზიციისგან და, სამწუხაროდ, ზოგიერთი ევროპარლამენტისგან და ევროპელი პოლიტიკოსისაგან მნიშვნელოვანია, რომ ამ შეხვედრაზე ხაზი გაესვა, რომ ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი ევროკავშირისთვის ასეთი დამოკიდებულება, რაც შეეხება გამიჯვნას ხალხისა და ხელისუფლების - ხალხი, ხელისუფლება, ქვეყანა, ეს არის ერთიანი ორგანიზმი და თუკი გადაწყვეტილება მიღება ქვეყნის მიმართ, მიღება სწორედ ამ ერთიანი ორგანიზმის, ხალხის, ხელისუფლების მიმართ, რომელიც წარმოადგენს საბოლოო ჯამში, ჩვენ ქვეყანას.

არაფერი ოპოზიციის მხრიდან განსაკუთრებული არ თქმულა, რასაც გარეთ არ ამბობს, ასევე ჩვენი მხრიდან არაფერი თქმულა რასაც გარეთ არ ამბობს. მე სხვა დროსაც მითქვამს და ამაში ვრწმუნდებით, ეს არის როგორ ლობირებს ოპოზიციის რადიკალური ნაწილი კანდიდატის სტატუსს, მათ ლობიზმში იგულისხმება და ამ შეხვედრაზეც გამოჩნდა და ისაუბრონ, რომ ჩვენთან არის პოლიტიკური მართლმსაჯულება ითქვა, მაშინ, როდესაც გუშინ ადამიანის უფლებათა ეროვნულმა სასამართლომ ნიკა მელიას საკითხს, რომელიც გახსოვთ რა აჟიოტაჟი იყო, მათ შორის ზოგიერთი დიპლომატი, ზოგიერთი უცხოელი პოლიტიკოსი, როგორ თავს ესხმოდა საქართველოს მართლმსაჯულების სისტემას და გუშინ ამ ყველაფრის შემდეგ მოვისმინეთ, რომ არანაირი პრეტენზია ნიკა მელიას დაპატიმრებასთან დაკავშირებით არ არსებობს.

ამავე დროს, ოპოზიციის ნაწილი აგრძელებს საუბარს, რომ არის პოლიტიზებული მართლმსაჯულება, ოლიგარქი, ა.შ. და ბოლოს სტანდარტული ტექსტით ასრულებს - მაგრამ მიუხედავად ამ ყველაფრისა, რომ არ ვარგა ჩვენი ქვეყანა, არ ვარგა ჩვენი სასამართლო, არ ვარგა ჩვენი პოლიცია, არ ვარგა არაფერი ამ ქვეყანაში, მაგრამ მოგვეცით სტატუსი, არ ვიცი ეს ვის უნდა მოატყუონ ეს რაიმე ლობიზმია საერთოდ, როდესაც ადამიანს ეუბნები, რომ ეს არის უვარგისი ქვეყანა, მაგრამ ლამაზი თვალების გამო უნდა მოგვცენ სტატუსი თუ რა", - ამბობს შალვა პაპუაშვილი.