"ეს შეიძლება, იყოს დასაწყისი ახალი პოლიტიკური მოძრაობისთვის" - "ოცნება" ლომჯარიას პლატფორმაზე
"ქართული ოცნება" ნინო ლომჯარიას წინააღმდეგ. მმართველი პარტია იმის გარკვევაშია, რა მიზანს ემსახურება ყოფილი სახალხო დამცველის მიერ დაფუძნებული ორგანიზაცია.
"იცნებაში" არ გამორიცხავენ, რომ ნინო ლომჯარიას გეგმები პოლიტიკას უკავშირდებოდეს.
მმართველ პარტიაში ამბობენ, რომ მოსალოდნელია ლომჯარიამ პოლიტიკური მხარე გააძლიეროს და ნაცვლად სამოქალაქო აქტივიზმისა ახალი პოლიტიკური მოძრაობა შექმნას. მიხეილ სარჯველაძის თქმით, არის შემთხვევები, როდესაც ორგანიზაციები საზოგადოებრივი მოძრაობიდან გარდაიქმნება პოლიტიკურ მოძრაობაში.
ალბათ მოსალოდნელია, რომ ეს იქნება კვლავ მორიგი არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც შეეცდება, რომ პოლიტიკური მხარე გააძლიეროს, ნაცვლად იმისა, რომ მართლაც სამოქალაქო აქტივიზმთან გვქონდეს საქმე. ან მეორე ვარიანტია, რომ ეს შეიძლება იყოს დასაწყისი ახალი პოლიტიკური მოძრაობისთვის. არის ხოლმე ფორმა, როდესაც საზოგადოებრივი მოძრაობიდან გარდაიქმნება ყველაფერი პოლიტიკურ მოძრაობაში. ვფიქრობ, რომ ამ შემთხვევაში ალბათ როგორი ფორმაც არ უნდა მოენახოს ქალბატონი ლომჯარიას აქტივობას, უპირატესად ეს იქნება მუდმივ და საკმაოდ ვიწრო კავშირში მის პოლიტიკურ პარტნიორებთან", - ამბობს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, მიხეილ სარჯველაძე.
"საქართველოს ევროპული ორბიტა" ასე ეწოდება საზოგადოებრივ მოძრაობას, რომელიც ლომჯარიამ მხოლოდ ერთი მიზნით დააფუძნა, რომ ხალხის ჩართულობით აჩვენონ დასავლეთს. რომ ქართველი ხალხი კანდიდატის სტატუს იმსახურებს.