მოუწოდა თუ არა მარგველაშვილს გადადგომა და იყო თუ არა ივანიშვილის სახელით შუამავალი - უსუფაშვილის პასუხი
იყო თუ არა დავით უსუფაშვილი ბიძინა ივანიშვილსა და გიორგი მარგველაშვილს შორის? - საქმე ეხება მეოთხე პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის ადმინისტრაციის ყოფილი წარმომადგენლის ვანო მაჭავარიანის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას. ვანო მაჭავარიანი ამტკიცებს, რომ "ქართული ოცნება" გიორგი მარგველაშვილს გადადგომისკენ მოუწოდებდა და ბიძინა ივანიშვილის სახელით შუამავლის როლს დავით უსუფაშვილი ასრულებდა.
დავით უსუფაშვილი მაჭავარიანს მოუწოდებს, რომ ეს ინფორმაცია პირველწყაროსთან გადაამოწმოს და ამბობს, რომ "პრინციპულად არასწორ" მესიჯს აგზავნის მაჭავარიანი.
ყველაფერზე დეტალებზე ვისაუბრებ, თუ ვანო გააგრძელებს პრინციპულად არასწორი მესიჯის დადასტურებას. შესაძლოა, ის თავისი გადმოსახედიდან არასწორადაა ინფორმირებული, ვურჩევ პირველწყაროსთან გაარკვიოს ეს საკითხი და მანამდე თავს შევიკავებ დეტალიზაციისგან. არა იმიტომ, რომ მე მჭირდება, ეს ისტორიული მომენტი იყო, თუ თემა გაიხსნა მე მზად ვარ დეტალურად ვისაუბრო,“ - განაცხადა უსუფაშვილმა.