გურიაში დატრიალებული ტრაგედია პრემიერმა არ შეიმჩნია, ბორელმა კი საუბარი სამძიმრით დაიწყო
ნება მომეცით გამოვხატო წუხილი გურიაში ბავშვის გარდაცვალების გამო - გურიაში დატრიალებული ტრაგედია საქართველოს პრემიერმა არ შეიმჩნია, ჯოზეფ ბორელმა კი საუბარი სამძიმრით დაიწყო.
ძალიან მიხარია რომ საქართველოში ვარ. წინა ჯერზე აქ 16 წლის წინ ვიყავი, ეს იყო ომამდე პერიოდი, მიხარია როგორ შეიცვალა ქვეყანა მას შემდეგ. ნება მომეცით გამოვხატო წუხილი გურიაში ბავშვის გარდაცვალების გამო.