უნდა მოხდეს დეპოლარიზაცია, დეოლიგარქიზაცია, სასამართლო რეფორმა, მედიის პლურალიზმი - ბორელის ღია გზავნილები პრემიერს

08.09.23 13:06
უნდა მოხდეს დეპოლარიზაცია, დეოლიგარქიზაცია, სასამართლო რეფორმა, მედიის პლურალიზმი - ბორელის ღია გზავნილები პრემიერს

"ივნისის შემდეგ თქვენ შეასრულეთ 3 მათგანი და დანარჩენი 9 შესასრულებელია, დრო კიდევ გაქვთ მათ შესასრულებლად," - ამ სიტყვებით მიმართა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჯოზეფ ბორელმა პრემიერ ღარიბაშვილს.

ჯოზეფ ბორელის თქმით, ქვეყანას ევროკავშირის რეკომენდაციების სახით აქვს გეგმა და გზა, როგორ უნდა მიიღოს ქვეყანამ სტატუსი.

უნდა მოხდეს დეპოლარიზაცია, დეოლიგარქიზაცია სოციალური და ეკონომიკური სისტემის, სასამართლო რეფორმა, მედიის პლურალიზმი და ადამიანის უფლებები - მოკლე გზა ამისთვის არ არსებობს, ამას პოლიტიკური ნება და მკაფიო ერთგულება სჭირდება ევროპული ღირებულებების," - ამბობს ბორელი.

ბორელმა პრემიერ ღარიბაშვილს პირდაპირ უთხრა, რომ დეპოლარიზაციის მოგვარებაზე პასუხისმგებლობა მთლიანად ხელისუფლებაზეა დამოკიდებული, რადგან სწორედ მან უნდა შექმნას ისეთი გარემო, რაც დაპირისპირებას არ გაამწვავებს.

სამი ძირითადი გზავნილი მაქვს თქვენთან და ქართველ ხალხთან - პირველი, უეჭველია, რომ საქართველო მიეკუთვნება ევროპულ ოჯახს. მინდოდა, ჩამოვსულიყავი და პირადად ჩამომეტანა ქართველი ხალხისთვის ეს გზავნილი. როდესაც ჩამოვედი ქვეყანაში, დავინახე ასეთი ძლიერი სულისკვეთება ქართველი ხალხის, 80 პროცენტი მხარს უჭერს ევროკავშირში გაწევრიანებას, შთამბეჭდავი რიცხვია, მიხარია, რომ ვხედავ, ბევრი ევროპული დროშა ფრიალებს, კიდევ უფრო მეტია, ვიდრე ბრიუსელში.

ბატონო პრემიერო, გავიგეთ, რომ კანდიდატის სტატუსი უნდა მიენიჭოს ქვეყანას. ბოლო თვეებში, ვუსმენთ ხელისუფლებას, ოპოზიციას, სამოქალაქო სექტორს და ასევე, ყველა პოლიტიკური ძალა უნდა გაერთიანდეს და კონსტრუქციულად მუშაობდეს, ამ პროცესში, ამაზე მქონდა საუბარი პარლამენტის წევრებთან, უნდა იყოს ინკლუზიური უმრავლესობა.

რაც შეეხება, მთავრობას და მმართველ პარტიას, ისეთი გარემო უნდა შეიქმნას, რომ ასეთი თანამშრომლობა შესაძლებელი გახდეს. ყველა ძალა აქცენტირებული უნდა იყოს იმაზე, რომ პოლიტიკური დაძაბულობა შემცირდეს და ეს ისტორიული შანსი არ დაიკარგოს. შემდეგი ნაბიჯები დამოკიდებული იქნება დამსახურებაზე და მიღწეულ შედეგზე და შედეგი ყველა ძალის გაერთიანების შედეგად მიიღწევა," - აღნიშნა ბორელმა.