რეკომენდაციების შესრულების კუთხით მაქსიმუმი გავაკეთეთ - პრემიერი

08.09.23 13:33
რეკომენდაციების შესრულების კუთხით მაქსიმუმი გავაკეთეთ - პრემიერი

პრემიერ-მინისტრი ისევ ამტკიცებს, რომ საქართელომ ევროკომისიის რეკომენდაციების შესასრულებლად მაქსიმუმი გააკეთა. ამის შესახებ მან ჯოზეფ ბორელთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, უსამართლობა იყო, როდესაც გასულ წელს უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი "ბონუსად" მიიღო მაშინ, როდესაც საქართელო თამაშგარე მდგომარეობაში აღმოჩნდა იმის მიუხედავად, რომ  ყველა პარამტერით მოწინავე ადგილზეა. 

ჩვენი გუნდი ფიქრობს, რომ ჩვენი მხრიდან გაკეთდა მაქსიმუმი, რისი გაკეთებაც იყო შესაძლებელი ამ მოკლე პერიოდში. ჩვენ მოვისმინეთ შეფასება, რომ 3 რეკომენდაცია არის სრულად შესრულებული და დანარჩენზე განსხვავებული მოსაზრებები არსებობს ჩვენი მხრიდან, ამაში გვაქვს განსხვავებული მიდგომა. არსებობს მოსაზრება, რომ 9 რეკომენდაცია არის ნაწილობრივ შესრულებული და რამდენიმე არის დარჩენილი, რაზეც მე ვისაუბრე. ძირითადად, მე გამოვყოფდი 3 რეკომენდაციას, რომლებზეც მიმდინარეობს აქტიური მუშაობა ახლა ეს არის, დეპოლარიზაცია, მაგრამ აქ გვჭირდება ჩვენ ოპოზიციის ჩართულობა, მეორე ეს არის დეოლიგარქიზაცია და ამაზე ჩვენ ძალიან მალე დავასრულებთ მუშაობას და წარვადგენთ სამოქმედო გეგმას, ხედვას, როგორ უნდა დარეგულირდეს საკითხი ჩვენ ქვეყანაში და მესამე, ეს არის სასამართლო რეფორმა, რაზეც მე ვრცლად ვისაუბრე, ძალიან ბევრი რამ შესრულდა, ველოდებით რეკომენდაციებს ვენეციის კომისიიდან, ამის შემდეგ მოხდება ამ რეკომენდაციის სრულად შესრულებაც. რაც შეეხება ჩემს პროგნოზს, მე არ მინდა მოვლენებს გაუსწრო და არ მინდა ჩემი მოლოდინები საჯაროდ გითხრათ ახლა, მე ვისურვებდი, რომ დაველოდოთ ერთად. მე მინდა კიდევ ერთი იმედი გამოვთქვა, რომ ევროკომისია მიღებს ერთადერთ სწორ და სამართლიან გადაწყვეტილება, ჩვენ სხვას არაფერს არ ვითხოვთ, ჩვენ არასდროს არ მოგვითხოვია იმაზე მეტი, რასაც ვიმსახურებთ, ჩვენ ვითხოვთ სამართლიან მოპყრობას, შარშან რა თქმა უნდა, როცა მიიღო სტატუსი მოლდოვამ და უკრაინამ, ბონუსად მე ასე ვიტყოდი, მე მას ვეძახი ბონუს ვინაიდან, ჩვენ მეგობარ სახელმწიფოებში არსებული მდგომარეობა, სიტუაცია, ჩვენ არავის არ ვადარებთ, ჩვენ მხოლოდ გვიხარია მათო წარმატება, მინდა დავადასტურო ჩვენი მხარდაჭერა უკრაინელი ხალხის მიმართ, მოლდოვას მიმართ, მაგრამ მათ მიეცათ ავანსად სტატუსი და უთხრეს, რომ თქვენ უნდა შეასრულოთ ვალდებულებები, რეკომენდაციები, ჩვენს შემთხვევაში ხომ პირიქით, ჩვენ გვითხრეს, რომ  ჯერ უნდა შეასრულოთ ვალდებულებები და მერე მოგცემთ ამ ავანს თუ სტატუს. რა თქმა უნდა, ეს ჩვენთვის იყო საკმაოდ სამწუხარო, ვფიქრობთ ეს იყო უსამართლო იმიტომ, რომ საქართველო ძალიან ბევრი რამ გააკეთა, ბოლო 10 წელიწადში განსაკუთრებით და ჩვენ ყოველთვის ვიყავით და ვართ ახლა ასოცირებული ტრიოს ქვეყნებს შორის, მოწინავე ქვეყანა იგივე მედია თავისუფლების მიმართულებით, ადამიანის უფლებების მიმართულებით, ანტიკორუფციული პოლიტიკა, სასამართლო რეფორმა, ეკონომიკის განვითარება, ყველა მიმართულებით სოციალური პოლიტიკა თუ იგივე მთავრობის გამჭვირვალობა, ჩვენ ყველა პარამეტრით ვართ მოწინავე ადგილზე, ამიტომ მინდა გავიმეორე, რომ დღეს არსებულ გეოპოლიტიკურ ვითარებაში", - ირაკლი ღარიბაშვილი.