მეორე ფრონტზე საუბარი ხმაური და პროპაგანდაა, არ მოუსმინოთ, ხალხის მოსაწამლად ხდება ეს - ბორელი

08.09.23 13:25
მეორე ფრონტზე საუბარი ხმაური და პროპაგანდაა, არ მოუსმინოთ, ხალხის მოსაწამლად ხდება ეს - ბორელი

მეორე ფრონტზე საუბარი ხმაურია, არ მოუსმინოთ, ხალხის მოსაწამლად ხდება ეს - ასე უპასუხა ჯოზეფ ბორელმა მეორე ფრონტის შესახებ დასმულ კითხვას.

ბორელის თქმით, ევროკავშირში არავინ ფიქრობს, რომ საქართველოში მეორე ფრონტი უნდა დაიწყოს.

 რაც შეეხება მეორე ფრონტს, ამაზე პასუხი მარტივია, ეს არის ხმაური, ეს არის პროპაგანდა, დეზინფორმაცია. შეშლილობა იქნება, ვინმე ევროკავშირში იფიქროს, რომ საქართველოში ომი უნდა. არ მოუსმინოთ. მე ძალიან ვწუხვარ, რომ ასეთი ხმები ვრცელდება, ხალხის მოსაწამლად ხდება ეს ყველაფერი. რომ გზავნილები შეილახოს, რომ უნდობლობა წარმოიქმნას ქვეყანაში. რუსული პროპაგანდა არის ძალიან ინტენსიური ქვეყანაში. ასეთი მიმართულებით თავი აქვთ მათ მსოფლიოში გამოჩენილი". - განაცხადა ბორელმა.

საქართველოს პრემიერი მეორე ფრონტზე დასმულმა კითხვამ გააღიზიანა და კითხვის ავტორს უთხარა, რომ ესაა ნიმუში დეზინფორმაციული ნარატივის, რომელიც ქვეყნის წინააღმდეგაა მიმართული.

ესაა ნიმუში დეზინფორმაციული ნარატივის, ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ. მინდა შევახსენო კითხვის ავტორს და ყველას, რომ მაშინ, როდესაც ქვეყანა ელოდებოდა გადაწყვეტილებას, ევროპარლამენტში იქნა მიღებული რეზოლუცია, სწორედ იმ რადიკალური ძალების და მათი მხარდამჭერი ლობისტური ჯგუფების ჩართულობით, პირდაპირ ანტისტატუსის მოწოდების მქონე რეზოლუცია, რომელიც ეწინააღმდეგებოდა ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესს, რომ ქვეყანას მიეღო კანდიდატის სტატუსი.