"იძულებული ვიყავით, კავშირი არ აქვს ევროინტეგრაციასთან" - პრემიერი ბორელს იმპიჩმენტის პროცედურის დაწყებას უხსნის
"ვიყავით ვალდებული და იძულებული, რომ ეს ფორმალური რეაგირება მოგვეხდინა. შესაბამისად, ამას კავშირი არ აქვს ევროინტეგრაციასთან," - ასე აუხსნა პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჯოზეფ ბორელს პრეზიდენტის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცედურის დაწყება.
პრემიერი ამბობს, რომ იმპიჩმენტის საკითხი სამართლებრივ ჩარჩოებს არ სცდება.
თქვენც ახსენთ ბატონო ბორელ, პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხი - ეს არის წმინდა სამართლებრივი საკითხი, ჩვენ ვაშენებთ ძლიერ დემოკრატიას, ევროპული ტიპის დემოკრატიას, სამართლებრივ სახელმწიფოს,“ - ამბობს ღარიბაშვილი.