ძალიან მძიმე შეხვედრა იყო „ქართული ოცნებისთვის" - ლილუაშვილი ბორელთან შეხვედრაზე

08.09.23 13:36
ძალიან მძიმე შეხვედრა იყო „ქართული ოცნებისთვის" - ლილუაშვილი ბორელთან შეხვედრაზე

"ძალიან მძიმე შეხვედრა იყო „ქართული ოცნებისთვის“, - ეს განცხადება პარტია "საქართველოსთვის" წევრმა ბექა ლილუაშვილმა ბორელთან შეხვედრის დასრულების შემდეგ გააკეთა.

როგორც დეპუტატი ამბობს, შეხვედრის დროს მმართველი პარტია ცდილობდა ევროკავშირის წარმომადგენლები დაერწმუნებინათ, რომ ყველა რეკომენდაცია შესრულებულია, თუმცა პარტნიორებმა მმართველ პარტიას შეახსენეს, რომ 12 რეკომენდაციიდან მხოლოდ 3-ია შესრულებული.

ძალიან მძიმე შეხვედრა იყო „ქართული ოცნებისთვის“. სიმძიმე გამომდინარეობდა იქიდან, რომ მათ ჰქონდათ მცდელობა, ჩვენი პარტნიორები დაერწმუნებინათ, რომ ყველაფერი შესრულებულია. სინამდვილეში, ყველამ კარგად იცის, რომ შესრულებულია სამი რეკომენდაცია, დღესაც შეახსენეს და დაანებონ თავი ბრალდებებს,“ - განაცხადა ლილუაშვილმა.