პრეზიდენტის კონსტიტუციისადმი დაუმორჩილებლობა რუსული მიდგომაა - პაპუაშვილი

08.09.23 13:54
პრეზიდენტის კონსტიტუციისადმი დაუმორჩილებლობა რუსული მიდგომაა - პაპუაშვილი

პარლამენტის თავმჯდომარე საქართველოს პრეზიდენტს რუსული სტილის მიდგომებში ადანაშაულებს. შალვა პაპუშვილის მტკიცებით, სალომე ზურაბიშვილი წესრიგს არღვევს, რაც სწორედ რუსული მიდგომაა. სახელისუფლებო გუნდის წევრის თქმით, საქართელოს ისტორიაში არ ყოფილა პრეზიდენტი, რომელიც კონსტიტუციას ასე აშკარად არღვევდა და თან ამაზე ღიად საუბრობდა. 

თუკი რამე არის რუსული და ამას ვუყურებთ ჩვენ, ეს არის წინააღმდეგობა წესრიგზე დაფუძნებული  ურთიერთობების მიმართ. ეს არის რუსული, პრეზიდენტისგან მოვისმინეთ, რომ ის არ აპირებს დაემორჩილოს ქართველი ხალხის მიერ კონსტიტუციით დადგენილ წესს და მას უნდა, დააწესოს საკუთარი წესები, იმიტომ, რომ მას რაღაც მიაჩნია სწორად. თუკი ასე ჩათვლის, პრეზიდენტი იქნება თუ საჯარო მოხელე, თუკი ყველა იტყვის, რომ ის არ თვლის ვალებულად თავს, რომ დაემორჩილოს საერთო წესს, სანამ ის დააწესებს საკუთარ წესს, ეს არის სწორედ არაევროპული და ეს არის სწორედ რუსული სტილის მიდგომა. როდესაც ასეთი მანიპულაციაა, რომ თითქოს 78 მუხლი საუბრობს იმაზე, რომ ყველამ ყველაფერი უნდა აკეთოს, ეს, რა თქმა უნდა, არ არის სიტყვია-სიტყვით არ არის და არც არანაირად მნიშვნელობა არ მუხლის. მე არ მახსენდება მდგომარეობა, როდესაც რომელიმე ყოფილი პრეზიდენტი არღვევდა კონსტიტუციას და თან ამას, ასე აშკარად თავადვე ამბობდა, - ამბობს პაპუაშვილი.