არასდროს თქვათ, რომ ევროკავშირი მიატოვებს საქართველოს... რეფორმები ობიექტურად შეფასდება - ბორელი პრემიერის საყვედურს პასუხობს

08.09.23 13:56
არასდროს თქვათ, რომ ევროკავშირი მიატოვებს საქართველოს... რეფორმები ობიექტურად შეფასდება - ბორელი პრემიერის საყვედურს პასუხობს

"არასდროს არ თქვათ, რომ ევროკავშირი მიატოვებს საქართველოს. არასდროს!" - ეს განცხადება ჯოზეფ ბორელმა პრემიერთან ერთობლივ ბრიფინგზე გააკეთა.

როგორც ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საკითხებში ამბობს, ევროკავშირი საქართველოს არასდროს მიატოვებს და ახლა ქვეყანამ რეფორმების გატარებაზე უნდა გააკეთოს აქცენტი. ბორელის თქმით, ევროკავშირის ინტერესშია, რომ საქართველოს სტატუსი მიიღოს. 

ასეთი რამ არასდროს იქნება ჩემ მიერ მიღებული, ეს პოზიცია მიუღებელია, არც მიუტოვებია და არც მიატოვებს! 
ამავდროულად, უნდა ვთქვა, რომ ეს პროცესი დამსახურებაზეა დამოკიდებულია, უნდა შეასრულოთ გარკვეული პირობები. თქვენზეა ეს საქმე. ბავშვი, რომ მიდის გამოცდაზე, პროფესორმა მიმტყუნაო, ხომ არ იტყვის, თვითონ უნდა აჩვენოს, რომ იცის, ეს თემა, ეს საგანო. ამიტომ ჩვენი შეფასება არის ობიექტური, თქვენ არავინ მიგატოვებთ, მთელი ძალისხმევა ჩადეთ ამ მოთხოვნების შესრულებაში, ეს არის სწორი მიდგომა, ნუ გექნებათ ეს განწყობა - ევროკავშირი საქართველოს არ ტოვებს, არ მიატოვებს.

ჩვენ გვაქვს ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმა, სადაც 1.3 მილიარდი ევროა მობილიზებული და მოხმარდება საქართველოში კონკურენტუნარიანობის გაუმჯობესებას, ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას, საქართველოსთან გეგმები გვაქვს.

ჩვენ გვინდა, რომ თქვენ იყოთ ევროკავშირის წევრი, ამიტომ არის რომ ჩამოვედი და გელაპარაკებით, საქმეა გასაკეთებელი, გააკეთეთ, ნუ იფიქრებთ მიტოვების თემაზე საერთოდ,“ - ამბობს ბორელი.

ჯოზეფ ბორელმა ასევე უპასუხა პრემიერის საყვედურს, რომ თითქოს წინა წელს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის არმიცემა უსამართლო გადაწყვეტილება იყო. როგორც ბორელი ამბობს, ქვეყანაში გატარებულ რეფორმებს ობიექტური შეფასება აუცილებლად მოჰყვება.

რუსეთს გაუხარდება ყველაფერი ცუდი, თუ წარმატებული არ იქნება ქვეყანა და ჩვენი ურთიერთობა. ყველა ქვეყანა განსხვავებულია, განსხვავებული სოციალური და ეკონომიკური სიტუაცია გააჩნია, მინდა ქართველები დავარწმუნო, რომ ქართული ძალისხმევა ევროკავშირის კანონმდებლობასთან და რეფორმების მიმართულებით ძალისხმევა იქნება დაფასებული და ყველა ანალიტიკური ანგარიშში, ეს იქნება აღნიშნული და ობიექტური გზით გაკეთებული,“ - განაცხადა ბორელმა.