ევროპამ თქვა, რომ პრეზიდენტის იმპიჩმენტი საქართველოს ევროპული მიზნების რეალიზებას ხელს არ უწყობს - ბოკუჩავა
ევროპის გზავნილი ნათელია, რომ პრეზიდენტის იმპიჩმენტი საქართველოს ევროპული მიზნების რეალიზებას ხელს არ უწყობს, - ამის შესახებ ენმ-ს წევრი თინა ბოკუჩავა საუბრობს. ოპოზიციის წევრის თქმით, აღნიშნულ საკითხზე იგივე შეფასება აქვს ოპოზიციასაც.
იმპიჩმენტზე იყო საუბარი შეხვედრაზე და ასევე ძალიან მკაფიო გზავნილი მიიღო დღეს ხელისუფლებამ, რომ იმპიჩმენტი ნეგატიურად აისახება საქართველოს ევროპულ მისწრაფებებზე. იმპიჩმენტი იყო საკითხი, რომელიც ახსენა ოპოზიციამაც და იყო საკითხი, რომელიც ასევე ახსენა ევროპულმა მხარემ და გზავნილი არის ნათელი, რომ ეს არ არის პროცესი, რომელიც ხელს უწყობს საქართველოს ევროპული მიზნების რეალიზებას, - ამბობს ბოკუჩავა.