ძალიან ვწუხვართ, რომ საქართველოსა და რუსეთს შორის ფრენები აღდგა - ბორელი
ძალიან ვწუხვართ, რომ საქართველოსა და რუსეთს შორის ფრენები აღდგა - ამის შესახებ ევროკომისიის სპეციალურმა წარმომადგენელმა ჯოზეფ ბორელმა საქართველოს პრემიერთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ბორელმა რუსეთის სისასტიკეზე ისაუბრა განაცხადა, რომ მსოფლიოს რუსეთის ჰიბრიდული საქმიანობის აღკვეთა სჭირდება.
ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინას, გავაგრძელებთ ამ პროცესს, სანამ საჭიროა და მკაფიოდ დავგმობთ მოძალადეს. საქართველოს ხელს შევუწყობთ ამ პროცესში ქვეყნის მხარდაჭერაში. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ყველაზე მჭიდრო პარტნიორები საერთაშორისო დონეზე კოორდინირებულად მუშაობდნენ, რათა რუსეთი იზოლირებული იყოს. მივესალმებით იმ მჭიდრო თანამშრომლობას, რომელიც ქვეყანაში სანქციების გვერდის ავლის წინააღმდეგაა მიმართული. მნიშვნელოვანია, რომ მკაფიოდ ითქვას და იქნას აღიარებული ეს ფაქტი. ასევე უნდა ვთქვა, რომ ჩვენ ძალიან ვწუხვართ, რომ საქართველოსა და რუსეთს შორის ფრენები აღდგა. შემდეგი გზავნილი უკავშირდება საქართველოს საგარეო პოლიტიკას. საქართველომ ასოცირების შეთანხმების ფარგლებში გარკვეული ვალდებულება მიიღო და უნდა ევროკავშირში წევრობა. ამ ეტაპზე, ნამდვილად ბევრი მიმართულებაა გასაუმჯობესებელი. ჩვენ გვჭირდება რუსეთის ჰიბრიდული საქმიანობის აღკვეთა, საომარი პროპაგანდა და სხვა ინიციატივები. ზუსტად ამისთვის ევროკავშირში აქცენტი კეთდება დამოუკიდებელი სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერებაზე, საქართველოში მედეგობის გამყარებაზე, დეზინფორმაციასთან ბრძოლაზე. ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ ცოცხალი, დემოკრატიული სისტემა არსებობდეს ქვეყანაში და იყოს ინფორმაცია თავისუფალი. ინფორმაციის მიწოდება არის აპრიორი მნიშვნელოვანი. ჩემი მესამე გზავნილი ეხება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ურყევ მხარდაჭერას". - განაცხადა ბორელმა.