დატბორილია ყველაფერი, უპატრონო ქვეყანაში რატომ ვცხოვრობთ? ვის მივმართო? - ქობულეთში მოსახლეობა დახმარებას ითხოვს

08.09.23 15:04
დატბორილია ყველაფერი, უპატრონო ქვეყანაში რატომ ვცხოვრობთ? ვის მივმართო? - ქობულეთში მოსახლეობა დახმარებას ითხოვს

სტიქია აჭარაში - ეპიცენტრად რჩება ქობულეთი. გადაუღებელი წვიმების გამოო, ათობით სახლია დატბორილი. მოსახლეობა, ფაქტობრივად, უსახლკაროდ არის დარჩენილი. განადგურებულია შინაური ფრინველები.

ხალხი დახმარებას ითხოვს. ამბობენ, რომ ქობულეთის დატბორვის მიზეზი მდინარიდან მოხსნილი ჯებირები გახდა.

დატბორილია ყველაფერი, ოჯახში აღარაფერი ვარგა. სარეცხის მანქანა, მაცივარი - ყველაფერი წყალმა წაიღო. 40 წელიწადია, არჩევნების დროს მოვლენ, სიტყვას გვაძლევენ - არაფერი, არანაირი შედეგი არ არის,“- ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი.

კალაპოტი იქით იყო, ამასაც წაიღებს, იტბორება. სახლთან მიწა წაიღო წყალმა, ცოტა დააკლდა სახლში შესულიყო,“ - ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი.

უპატრონო ქვეყანაში რატომ ვცხოვრობთ, მოშალეს, აგერ უკვე ერთი წელი სრულდება და ხელი არ გაუნძრევია არავის. ვის მივმართო? უნდა გაკეთებულიყო დამცავი და ჯებირები გაკეთებულიყო. საშიშროება არის, რომ ეს რომ წაიქცეს, ვის შეიწირავს, მერე დაიწყებენ - ვაიმე, ვის მივმართო, უბრალოდ კითხვა მაქვს,“ - ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი.