ზურაბიშვილის მიმართ წამოწყებული იმპიჩმენტი პრეზიდენტს მხოლოდ აძლიერებს - ნინო ლომჯარია

08.09.23 15:08
ზურაბიშვილის მიმართ წამოწყებული იმპიჩმენტი პრეზიდენტს მხოლოდ აძლიერებს - ნინო ლომჯარია

ყოფილი სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია მიიჩნევს, რომ ზურაბიშვილის იმპიჩმენტი პრეზიენტის ინსტიტუტს უფრო აძლიერებს და ევროპაში მის ვიზიტებსაც უფრო რეზონანსულს ხდის. ლომჯარია ასევე ამბობს, რომ პრეზიდენტი ევროპაში ვიზიტებით კონსტიტუციას არ არღვევს.

ნებისმიერ შემთხვევაში მიმაჩნია, რომ პრეზიდენტის მიმართ წამოწყებული იმპიჩმენტი არ ასუსტებს პრეზიდენტს და მის ინსტიტუტს, პირიქით აძლიერებს მის პოლიტიკურ ფიგურასაც უფრო დიდი მნიშვნელობას სძენს და უფრო რეზონანსულიც იქნება პრეზიდენტის ვიზიტები ევროპაში, ამიტომ, პირიქით, ეს ალბათ უფრო გააძლიერებს პრეზიდენტს და კიდევ ერთხელ, არ ვთვლი, რომ პრეზიდენტო არღვევს კონსტიტუციას, იმიტომ, რომ ის ჩადის ვიზიტებით ევროპაში და ხვდება ევროპელ ლიდერებს, - ამბობს ნინო ლომჯარია.