სტიქია გურიასა და აჭარაში - სამუშაოებში გარემოს სააგენტოს სპეციალისტების ექვსი ჯგუფია ჩართული
სტიქია გურიასა და აჭარაში - გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, ადგილზე უწყების გეოლოგების და ჰიდროლოგების ჯგუფი იმყოფება. სააგენტოს ინფორმაციით, რომ მოსულმა უხვმა ნალექმა მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო მთიან ზონებში მეწყრული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვია.
ძლიერი ნალექის შედეგად დატბორილია საცხოვრებელი სახლები, საველე სავარგულები, მოტეხილია ხეები, ჩამოშლილია მიწის მასები, გარე სამყაროს მოწყვეტილია გურიის რეგიონის რამდენიმე სოფელი.
პროცესების განვითარებიდან უმოკლეს დროში გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგებისა და ჰიდროლოგების ჯგუფი ადგილზე იმყოფებოდა; სამუშაოებში ჩართულია სააგენტოს სპეციალისტების ექვსი ჯგუფი. მიმდინარეობს არა მარტო ვიზუალური დათვალიერება, არამედ ინსტრუმენტალური მონიტორინგი.
გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები აგრძელებენ სიტუაციის შესწავლას ადგილზე. დამატებითი ინფორმაცია საზოგადოებას ოპერატიულად მიეწოდება", - წერია განცხადებაში.
გურიაში სტიქიის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, მაშველები კი ამ დრომდე კიდევ ერთ პირს ეძებენ.